Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი აცხადებს სტაჟირების კონკურსს

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი აცხადებს სტაჟირების კონკურსს ოთხი მიმართულებით. სტაჟირების მიზანია ხელი შეუწყოს ინსტიტუტის საქმიანობაში სტუდენტების მონაწიოლეობას.

 

სავალდებულო მოთხოვნა: იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო ან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტი

 

სტაჟირება საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტში

 

  • სტაჟირების ხელმძღვანელი: ირინე ქურდაძე, სამართლის დოქტორი, პროფესორი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი
    • მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა: 3

 

სტაჟირება მიგრაციის მიმართულებით

 

  • სტაჟირების ხელმძღვანელი: მარიამ კევლიშვილი, სამართლის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი
    • მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა: 1
    • სავალდებულო მოთხოვნა: გავლილი უნდა ჰქონდეს კურსი -  შესავალი მიგრაციის სამართალში

  

 

  სტაჟირება მიგრაციის კომპეტენციის ცენტრის მიმართულებით

 

  • სტაჟირების ხელმძღვანელი: დავით პატარაია სამართლის დოქტორი, პროფესორი
    • მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა: 1

 

სტაჟირება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმართულებით

 

  • სტაჟირების ხელმძღვანელი: კონსტანტინე კორკელია, სამართლის დოქტორი, პროფესორი
    • მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა: 3
    • სავალდებულო მოთხოვნა: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საბაზისო დონეზე ცოდნა
    • სტაჟირების ფუნქციები: ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ კრებულში მონაწილეობა; კვლევითი დახმარების აღმოჩენა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის საქმიანობასთან მიმართებით

 

  • სტაჟირების ხელმძღვანელი: ეკა სირაძე, სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
    • მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა: 2
    • სავალდებულო მოთხოვნა: მინიმუმ მე-6 სემესტრის სტუდენტი; გავლილი უნდა ჰქონდეს კურსი - აკადემიური წერის საფუძვლები იურისტებისთვის; კარგი კომპიუტერული უნარები; მაღალ დონეზე ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს; 

 

____________________________________________________________________________________

 

  • სტაჟირების გავლის ადგილი: თსუ, მე-2 კორპუსი
  • სტაჟიორის ფუნქციები: განისაზღვრება საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის საქმიანობისა და ხელმძღვანელის მოთხოვნების შესაბამისად
  • სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
  • სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი

 

 

დაინტერესებულმა პირებმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინონ:

 

  • CV (ბიოგრაფიული რეზიუმე)
  • სამოტივაციო წერილი 1 გვერდამდე

 

რეგისტრაცია შესაძლებელია 6 აპრილის ჩათვლით


 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ  სარეგისტრაციო ფორმა

 

  • შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.
  • კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: ili@tsu.ge

 

გისურვებთ წარმატებებს!

  

თარიღი: 03/04/2025